ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების წესი წახალისებულია. სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
შესაბამისად, სკოლა აქტიურად შეუერთდა სპორტულ კვირეულს.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო სპორტული შეჯიბრებები - მინი ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში.
მოსწავლეები ღონისძიებებში ხალისით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: