ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატება აღინიშნა.
სკოლაში ნორჩი მოჭადრაკეების საზეიმო მიღება და დაჯილდოება გაიმართა.
მოსწავლეები ვიცე-ჩემპიონის სტატუსით საჭადრაკო ტურნირიდან დაბრუნდნენ.
29 სექტემბერს ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო კლუბში, „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ მოსაპოვებლად საქართველოს პირველი საჭადრაკო ოლიმპიადის რეგიონალური ტური.
ოლიმპიადაში მონაწილეობდა ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლის სარაიონო ტურის გამარჯვებული გუნდი. გუნდის კაპიტანი ჭადრაკის მასწავლებელი ლაურა ბაბლუანი გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებს შესვენების გარეშე, ზედიზედ ოთხი თამაში მოუწიათ. მათ შეძლეს და ღირსეულად შეასრულეს დაკისრებული მისია.
ფინალში საჩხერის გუნდს შეხვდნენ. თამაში ფრედ 2:2 დასრულდა.
„მხოლოდ იღბალი დაგვაკლდა ჩემპიონობისთვის, ვიცე ჩემპიონობას დავჯერდით“,- გვეუბნებიან სკოლაში, ამაყობენ მოსწავლეთა შემართებით და გამარჯვებას უსურვებენ.
სკოლის დირექტორმა ვერა ბენიძემ ვიცე ჩემპიონებს ტიტული სიამაყით მიულოცა და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
„გილოცავთ, ჩემო პატარებო! თქვენით ვამაყობ:
გაბრიელ გახოკიძე!
გიორგი ტყეშელაშვილი!
ნიკოლოზ მერკვილაძე!
ანდრია ბახტაძე!
მადლობა ლაურა მასწავლებელს გაწეული შრომისთვის!“-ამ სიტყვებით მიმართა სკოლის დირექტორმა - ვერა ბენიძემ ვიცე ჩემპიონებს და უსურვა წატმატებები მომავალ სატიტულო შეჯიბრებებში.
იხილეთ ფოტოები: