თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, საჩუქრები გადაეცათ.
26 სექტემბერის დილა ბავშვებს კომპანია „ნიკორამ“ გაულამაზა.
მოსწავლეებმა სიხარულით დაათვალიერეს სასაჩუქრე შეფუთვების შიგთავსი და სასწავლო პროცესი უფრო მეტი შემართებით გააგრძელეს.
სკოლა მადლობას უხდის კომპანიასა საჩუქრებისა და მოსწავლეთა გახარებისთვის.
იხილეთ ფოტოები: