ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის არა მხოლოდ მოსწავლეებშია სპორტი აქტუალური და პოპულარული, არამედ პედაგოგებშიც და ამის ნათელი მაგალითია მასწავლებელთა გუნდის ასპარეზი სპორტულ ოლიმპიადაზე.
28 სექტემბერს, მახოს საჯარო სკოლაში ჩატარდა ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული 2024 წლის სპორტული თამაშები პედაგოგთა შორის ფრენბურთში.
თამაში ოლიმპიური პრინციპით გაიმართა, მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლები, მათ შორის განთიადის საჯარო სკოლის გუნდი - „განთიადი“.
სკოლაში მადლობას უხდიან სპორტის მასწავლებელს, რომან ცეცხლაძესა და ქეთევან ზოიძეს მონაწილეობისათვის, ხელვაჩაურის რესურსცენტრს ემოციებით დატვირთული დღისთვის და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის.
იხილეთ ფოტოები: