ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგ ნონა ფარტენაძეს წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ჯილდო საზეიმოდ გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი „მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით“ მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაზე დაჯილდოვდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და ღვაწლმოსილ მასწავლებლებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ღონისძიებაზე, განსაკუთრებული ღვაწლისა და მრავალწლიანი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის 4 მასწავლებელი დაჯილდოვდა, მათ შორის იყო განთიადის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა ფარტენაძე.
„ჩვენი სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგს, ნონა ფარტენაძეს, ვულოცავთ დაჯილდოებას და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგის წარმატებით ხარობენ.
იხილეთ ფოტოები: