ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეორგოლი გადაიღეს და ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს ავტორს - ნინო გორდელაძეს მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მას ვიდეომიმართვით დაბადების დღე მიულოცეს და გახარებულები იყვნენ, რომ ამის შესაძლებლობა მიეცათ.
სახელმძღვანელოს ავტორს, სკოლის ხელმძღვანელმა, მთვარისა ახვლედიანმაც მიმართა:
„ქალბატონო ნინო გორდელაძე, ჩვენს მეხუთეკლასელებს ძალიან გაუხარდათ, რომ თქვენი მოლოცვის შესაძლებლობა მიეცათ...
გილოცავთ პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით, მართალია, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ გვჯერა, გაგახარებთ, ისე, როგორც თქვენ გაგვახარეთ ჩვენს პირველ ვიდეოზე თქვენი თბილი კომენტარით!“, - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ვიდეო: