სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
ამ უმძიმეს დღესთან დაკავშირებით, მახაშის საჯარო სკოლაში ჩატარდა სადამრიგებლო საუბრები, მოსწავლეებმა ნახეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ფილმი.
სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ კი მოსწავლე-მასწავლებლებმა გადაინაცვლეს სოფელ მახაშის მკვიდრის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, 27 წლის ახალგაზრდა მამულიშვილის - ჯეირან სილაგაძის საფლავზე და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
იხილეთ ფოტოები: