ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში გაიხსენეს სოხუმის დაცემის დღე - ერთ-ერთი მტკივნეული და ტრაგიკული მოვლენა საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ჩემი ცა და მიწა დამიბრუნე ღმერთო“.
ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.
მოსწავლე-მასწავლებლებმა გაიხსენეს ის გმირი ადამიანები, რომლებმაც წინაპართა მიწის დაცვას სიცოცხლე შესწირეს.
მოსწავლეებმა ნახეს ფილმი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მოუსმინეს სიმღერას, რომელიც ტრაგიკული მოვლენების პერიოდში დაიწერა. გაიმართა ინტელექტუალური თამაში - რა?სად? როდის? აფხაზეთის თემაზე.
ისტორიის მასწავლებელმა - მზია მუშკუდიანმა, აღნიშნა რომ, ეს დღე გვახსენებს არა მხოლოდ დაკარგულ ტერიტორიებს, არამედ ერთიანობის, მშვიდობის და სამართლიანობისაკენ სწრაფვის მნიშვნელობას.
31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.