უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში გაიხსენეს სოხუმის დაცემის დღე - ერთ-ერთი მტკივნეული და ტრაგიკული მოვლენა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. მოსწავლე-მასწავლებლები აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სკოლის ეზოში მოსწავლეები შეიკრიბნენ და ერთხმად აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა.
„სოხუმის დაცემა - საქართველოს ისტორიის ტრაგიკული და ღალატიანი დღე...შარტავა... გაბესკირია სახელიანი თუ უსახელი გმირები... ჩვენ არაფერი გვავიწყდება“,- ამ სიტყვებით გაიხსენა სკოლის დირექტორმა - მანუჩარ ფანჩულიძემ სოხუმის დაცემის დღე და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთში მალე დავბრუნდებით.
31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
იხილეთ ვიდეო: