ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს.
სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, სკოლაში ენების ევროპული დღე აღინიშნა. მოეწყო არაერთი აქტივობა, მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, დაარსების ისტორიაზე, უცხოური ენების ცოდნის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მოაწყვეს პრეზენტაციები.
აღსანიშნავია, რომ ენების ევროპული ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ადამიანების წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა.
იხილეთ ფოტოები: