ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯაროში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, დიდი ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით დაიწო.
პედაგოგები მოსწავლეებს საზეიმოდ შეეგებნენ, ბავშვები მონატრებულ კლასელებს ხალისით შეხვდნენ და საკლასო ოთახებს ამაღლებული განწყობით დაუბრუნდნენ.
ღონისძიებაზე, განსაკუთრებით ემოციური იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაყვალა ბუკიას მილოცვა და გზავნილი სასკოლო საზოგადოებისთვის.
პედაგოგმა მოსწავლეებს, კოლეგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
პედაგოგის მიმართვა სტიმულის მიმცემი გახდა სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ვიდეო: