„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ დირექტორი მამუკა მესხიშვილი, არა მხოლოდ წარმატებული ხელმძღვანელი და პედაგოგია, არამედ ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა და თავისი წვლილი შეაქვს გლობალური განათლების განვითარებაში.
მისი სამეცნიერო სტატია - POLYGONAL DISTANCES THEOREMS FOR TWO REGULAR POLYGONS მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მათემატიკურ ჟურნალში - International Journal of Geometry გამოქვეყნდა.
აღნიშნული ჟურნალი წელიწადში სულ ოთხჯერ გამოდის და თითოეულ გამოცემაში რვა საუკეთესო სტატია შედის მთელი მსოფლიოდან.
სკოლაში ხელმძღვანელის წარმატება ახარებთ და მორიგ საერთაშორისო აღიარებას ულოცავენ.
„ვულოცავთ ბატონ მამუკას ამ მორიგ საერთაშორისო აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას, როგორც პედაგოგიურ, ასევე სამეცნიერო ასპარეზზე!“- აღნიშნავენ სკოლაში.
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ დირექტორის - მამუკა მესხიშვილის სტატია იხილეთ ბმულზე