დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს საგანმანათლებლო ტესტებს აქტიურად და დიდი წარმატებით ასრულებენ.
მათ შორის არიან მე-10 კლასის მოსწავლე - ნიკოლოზ დოლიძე და მე-7 კლასის მოსწავლეები - თინათინ შავშიშვილი და მარიამ ბადუაშვილი. მათ izrune.ge-ს საზაფხულო ტესტებში საქართველოს რეგიონების და დიდი ქართველების საუკეთესოდ შემეცნებისთვის, დიპლომები მიენიჭათ.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ იმ მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ izrune.ge -ს ტესტებში და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ბავშვებო, სკოლა ამაყობს თქვენით და მომავალშიც გისურვებთ დიდ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: