ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლაში, სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას - იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ამის დასტურია ისეც, რომ სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიმბოლური გარბენი მოაწყვეს.
აღსანიშნავია, რომ კვირეულის მიზანია მოზარდების ფიზიკურ აქტივობებში მასობრივი ჩართვა, მასში მოზარდები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გარბენის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, დღემ კი, მხიარულად და ენერგიულად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: