ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოლონელი სტუმრებისთვის საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ამჯერად, IX-XI კლასის მოსწავლეებმა, გაცვლით პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის ქალაქ პოზნანის N38 ორენოვანი ლიცეუმის მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე გამართეს.
მათ შემდეგ თემებზე ისაუბრეს:
- „მძიმე მეტალების დაგროვება მცენარეში“ - მომხსენებლები: ნიკა ტორაძე, მათე ბეროძე, მიხეილ შავგულიძე, ლაშა უგრეხელიძე (Xა კლასი). ხელმძღვანელი - მარინე კუჭუხიძე;
- „ოქროს წარმოება საქართველოში“ - მომხსენებლები: აკაკი წიტაიშვილი და ანდრია კოსტავა (IXბ კლასი). ხელმძღვანელი - დალი კობახიძე;
- „მეტალურგია საქართველოში და ფერადი ლითონები“ - მომხსენებელი - ბექა ბაბუნაშვილი (Xბ კლასი). ხელმძღვანელი - ნინო ქორიძე;
- „მანგანუმის მავნე ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“- მომხსენებელი - თამთა ხელაძე (XIდ კლასი). ხელმძღვანელი - ნანა ყანთელაძე;
- „დარიშხანი და მისი საბადოები საქართველოში“ მომხსენებელი XIა კლასის მოსწავლე. ხელმძღვანელი - ნანა ყანთელაძე;
- „პესტიციდების გავლენა გარემოზე“ - მომხსენებელი ანტონ ზივზივაძე (XIა კლასი). ხელმძღვანელი - ზეინაბ ნემსაძე;
- „გლობალური დათბობის საფრთხეები“ - მომხსენებელი: ანდრია კაკუშაძე (XIა კლასი). ხელმძღვანელი - ზეინაბ ნემსაძე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ექსპერიმენტებიც ჩაატარეს, რომელთა მსვლელობაშიც პოლონელი მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.
პრეზენტაცებმა როგორც ქართველი, ისე პოლონელი სტუმრების მხრიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: