2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც:
საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან საჯარო სკოლების მასწავლებელთა გაზრდილი ანაზღაურების სრული წლით დაფინანსება;
გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560,0 მლნ ლარზე მეტი;
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180,0 მლნ ლარზე მეტი;
„გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა“, - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.