საჯარო სკოლების დაფინანსება დამატებით 200 მლნ ლარით გაიზრდება - როგორ გადანაწილდა თანხები 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით
03-10-2024

გამოქვეყნდა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც მომავალი წლისთვის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 885,0 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 377,0 მლნ ლარით.

2025 წელს მასწავლებელთა ხელფასი არ გაიზრდება? - ბიუჯეტის პროექტი უკვე ცნობილია

აღსანიშნავია, რომ თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიცგათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან, საჯარო სკოლების მასწავლებელთა გაზრდილი ანაზღაურების სრული წლით დაფინანსება;

გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180,0 მლნ ლარზე მეტი; 

პროფესიული განათლება - 144,0 მლნ ლარი;

უმაღლესი განათლება - 171,3 მლნ ლარი;

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 86,1 მლნ ლარი;

ინკლუზიური განათლება - 79,5 მლნ ლარი;

ინფრასტრუქტურის განვითარება - 490,0 მლნ ლარი

მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 395,0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია 561,0 მლნ ლარზე მეტი);

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 66,0 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის და თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - პროექტი (ADB) ფარგლებში განსაზღვრული სახსრები);

უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 15,0 მლნ ლარი.

ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 13,3 მლნ ლარი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203