შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და დადებით განწყობაზე მასწავლებლები აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და შემართებით დაიწყო.
მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ, მათ ერთმანეთს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
გაიმართა თემატური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. ამ ყველაფერმა კი, პატარების განწყობა უფრო აამაღლა. სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა.
სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა მანანა გოგიტიძემ მიულოცა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა მანანა გოგიტიძემ.
იხილეთ ფოტოები: