შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამის დასტურია მოსწავლეთა თუ კურსდამთავრებულთა მიღწევები. ამჯერად, სკოლაში კურსდამთავრებულის, დღეს უკვე სტუდენტის - ლიზი დავითაძის წარმატებით ხარობენ. ის ლიტერატურულ მარათონში მონაწილეობდა და პირველი ადგილი მოიპოვა. მისი პედაგოგი მალვინა ზოიძე გახლდათ.
როგორც სკოლის დირექტორი - თემურ დავითაძე გვიყვება, ლიზი დავითაძემ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტში, 50%-ანი გრანტით, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა.
„15 000 ათასი მოსწავლიდან 142 გამარჯვებული მოსწავლე და ამ 142-ში შენი 25-მოსწავლიანი სკოლის მოსწავლე (უკვე სტუდენტი) - ლიზი დავითაძე, რომ მოხვდება და გაიმარჯვებს (პირველი ადგილს ლიტერატურულ მარათონში მოიპოვებს) დიდი სიხარულია ნამდვილად. მუდამ წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს სკოლას და მის გუნდს“,- წერს სკოლის დირექტორი თემურ დავითაძე.
აღსანიშნავია, რომ კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ლეპტოპები, პლანშეტები, სმარტ საათები და სიგელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე - რამაზ ჯინჭარაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ჯემალ სურმანიძემ გადასცეს.
იხილეთ ფოტოები: