წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას იცხოვრონ ჯანსაღად და დაკავდნენ სპორტით.
სწორედ ამ მიზნით, სკოლა მასშტაბურ კამპანიას - სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა.
აღსანშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში, სამების საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა, ესენია:
• „მხიარული სტარტები“;
• სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობები;
• შეჯიბრი მინი ფეხბურთში;
• შეჯიბრი სირბილში;
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
„იყავი აქტიური“, - ეს კი სასკოლო საზოგადოების გზავნილი გახლდათ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: