ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, დიდი ჟრიამულით დაიწყო - ამ დღის განწყობა მოსწავლეებს ჯერ კიდევ მოსდევთ და ეს მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს სკოლაში საზეიმოდ დახვედრა მოუწყვეს.
სკოლის დირექტორი რიმა მელია მისასალმებელი სიტყვით შეხვდა სასკოლო საზოგადოებას, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
აღსანიშნავია, რომ დირექტორმა წარჩინებულ მოსწავლეებს სიგელები გადასცა და გზა დაულოცა პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი და წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგეს.
იხილეთ ფოტოები: