ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა თუ კონკურსში ხშირად მონაწილეობენ.
28 სექტემბერს, ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში ჭადრაკის რეგიონალური სასკოლო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ ჩატარდა.
ღონისძიებაში დიდაჭარის საჯარო სკოლის მეორე და მესამე კლასის მოსწავლეები: მათე შავაძე, გეგა ხოზრევნიძე, მარიამ დიმიტრაძე და იაკობ დიმიტრაძე დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ.
მათ ღირსეულად იასპარეზეს და გუნდური საპრიზო მესამე ადგილი დაიკავეს. მოსწავლეთა პედაგოგი მალხაზ შავაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: