ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც როგორც მოსწავლეთა განვითარებაზე, ისე საკუთარ პროფესიულ წინსვლაზე ზრუნავენ.
ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. ამჯერად, პედაგოგები: თამილა ბიბილეიშვილი, მაია ფხაკაძე და ლევან ბანძელაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ტრენინგზე - „გენდერული ასპექტები განათლების სფეროში“ იმყოფებოდნენ.
აღნიშნულ შეხვედრას ქუთაისის საკრებულოს წარმომადგენლები: მაგდა კოსტავა, ნინო გოლეთიანი და საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი, კავკასიის აქტივირებული პროფესორი - შორენა კახიძე უძღვებოდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ტრენინგზე ყურადღება დაეთმო გარემოს მდგრადი განვითარების მიზნებს, კერძოდ, მნიშვნნელოვან საკითხს - „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“.
იხილეთ ფოტოები: