საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-2 კლასელებმა პინოქიოს როლი მოირგეს
01-10-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს თავგადასავლებით სავსე სასწავლო პროცესს სთავაზობენ, მიმართავენ მრავალფეროვან მეთოდებსა და მიდგომებს. 

ამჟამად, მეორეკლასელები საპროგრამო მასალით „პინოქიოს თავგადასავალს“ გადიან. ცნობილ ზღაპართან ნაცნობობა კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნინო გაგოევმა მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობად უქცია და აქტივობა „პერსონაჟის სკამი“ შესთავაზა. 

როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო გაგოევი გვიამბობს, მეორე კლასის მოსწავლეებმა  მოირგეს კარლო კოლოდის ზღაპრის - „პინოქიოს თავგადასავალი“ მთავარი პერსონაჟის - ხის კაცუნა პინოქიოს როლი. ისაუბრეს პერსონაჟის ვინაობის, წარსულისა და ახლანდელი ცხოვრების შესახებ, დაამზადეს პინოქიოს ქუდი, ცხვირი და ბაფთა . 

წინასწარ ნანახი ფილმის მიხედვით, ასევე ტექსტზე დაყრდნობით ისაუბრეს პინოქიოს პირით, როგორი იყო პინოქიოს ფიქრები, განცდები, ემოციები ინტერესები და მიზნები. გამართეს დისკუსიაც.  აქტივობა საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მათგანისთვის.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203