სკოლაში მუშაობის დასაწყებად პედაგოგმა თუ ადმინისტრაციულ ტექნიკურ თანამდებოაზე დასაქმების მსურველმა პირმა უნდა გაიაროს კონკურსი, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა დირექტორს უფლება ეძლევა ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაასაქმოს პირი პედაგოგად.
სკოლაში კონკურსის გამოცხადება ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე, რომლითაც ასევე განისაზღვრება კონკურსის ვადები, პირობები, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა და სხვა. თუმცა დირექტორს გარკვეულ შემთხვევბსი უფლება აქვს სკოლასი კონკურსის გარეშე დაასაქმოს პედაგოგი
როგორც მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში ვკითხულობთ: დირექტორი მოწვეულ, უცხოელ მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლებს სკოლაში ასაქმებს კონკურსის გარეშე.