ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის მასწავლებლები არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზეც ზრუნავენ.
სწორედ ამის დასტურია, რომ 1-ელ ოქტომბერს, მოსწავლეებმა, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სოფელში მცხოვრები 80 წელს გადაცილებული ადამიანები მოინახულეს და სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
მათ მეათე კლასის მოსწავლეები სკოლის დირექტორის - ნინო ლომიძის ინიციატივით და კლასის დამრიგებლის - თეონა წიქარიშვილის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ. აღსანიშნავია, რომ მათმა ვიზიტმა ხანდაზმულები ძალიან გაახრა.
„მოსწავლეებმა უამრავი ლოცვა, სითბო, სიყვარული და ტკბილეული მიიღეს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: