თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და შემართებით დაიწყო.
თავდაპირველად, ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას სკოლის დირექტორმა - გურამ ფუტკარაძემ მიმართა, ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სკოლაში დიდი ხალისით, ყვავილებით ხელდამშვენებულები მივიდნენ. მასწავლებლებმა კი პატარების განწყობაზე იზრუნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. სკოლაში საქართველოს დროშა აღიმართა, ჰიმნი გაჟღერდა და სასწავლო პროცესიც დაიწყო.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით გვინდა მიულოცოთ პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ახალი ეტაპი იწყება. გისურვებთ წარმატებებს და 2024–2025 სასწავლო წელი ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში განათლების წელი“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა, გურამ ფუტკარაძემ.
იხილეთ ფოტოები: