ბათუმის N25 საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტიებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
მათ სწავლა-განათლებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს და ეს მოსწავლეთა მიღწევებით დასტურდება ხოლმე.
სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - ელენე ბერიძის წარმატებით ამაყობენ. ის FLEX-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებულია და ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლის.
აღსანიშნავია, რომ ელენე უკვე აშშ-ში იმყოფება და იქაურ განათლებას იღებს.