კიროვაკანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ჯადოსნური თავგადასავალი - დირექტორის საზეიმო მიმართვა და სასწავლო წლის პირველი დაუვიწყარი დღე
02-10-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა. 

მონატრებულ მოსწავლეებს პედაგოგები დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეეგებნენ. სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა ყველაზე პატარებს - პირველკლასელებს მოუწყვეს. 

მშობლებმა და კლასის დამრიგებელმა - ქრისტინე ბაღდასარიანმა საკლასო სივრცე მორთეს, რათა ბავშვებისთვის პირველი დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. საზეიმო მიმართვა სკოლის დირექტორმა, პეტროს აკოპიანმა წარმოთქვა და სწავლის დაწყება ყველას, განსაკუთრებით კი - პირველკლასელებს მიულოცა.

გაიმართა თემატური ღონისძიებაც, რომელიც პირველკლასელებმა გაალამაზეს. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. შემდეგ კი, კუთვნილი ლეპტოპები და წიგნები გადაეცათ. 

„16 სექტემბერი ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი და ემოციური დღე აღმოჩნდა კიროვაკანის საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის. მათ საკლასო ოთახში დილიდანვე იგრძნობოდა მღელვარება და ხალისი. სკოლის დირექტორმა, პეტროს აკოპიანმა სკოლის მნიშვნელობასა და განათლებაზე ისაუბრა.

ქრისტინე ბაღდასარიანი ამბობს, რომ მეტად საპასუხისმგებლო საქმეა გამოუცდელ მოსწავლეებთან მუშაობა, თუმცა დიდი იმედი აქვს, რომ ამ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს. მას დიდი გამოცდილება და დირექციის, მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერის იმედი აქვს. სკოლაში წარმატებული საქმიანობისთვის სათანადო პირობებია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203