ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლაში საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს - „ზე-კართან“ უმასპინძლეს. აღნიშნულ ღონისძიებას გამომცემლები, მწერლები, პოეტები (საქართველოს ყველა კუთხიდან), პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ოჯახის წევრები, აჭარის ა.რ განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე - აკაკი ძნელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი - ფრიდონ ფუტკარაძე. მუნიციპალიტეტის მერი - ომარ ტაკიძე, ფესტივალის იდეის ავტორი და შემოქმედი - ვახტანგ ბერიძე, მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ავტორებმა წიგნები განიხილეს, საკუთარი ლექსები წაიკითხეს, ასევე ისაუბრეს თემებზე, რომლებიც საქართველოს ისტორიას და ქართული ენის დაცვას შეეხებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება შინაარსიანი, საინტერესო და განსაკუთრებული ემოციებით დატვირთული იყო.
„მადლობა შესაძლებლობისთვის, პროექტის სულისჩამდგმელებს, მონაწილეებს და მხარდამჭერებს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: