შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ახალი შემართებით, საზეიმო განწყობითა და დიდი ჟრიამულით დაიწყო.
უკვე რამემდენიმე კვირაა საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, კვიახიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებში კი 16 სექტემბრის ამაღლებული განწყობა და შემართება არ განელებულა.
საზეიმოდ მორთული კლასები, ყვავილებით ხელდამშვენებული მოსწავლეები და ღიმილიანი პედაგოგები - ასეთი განწყობა იყო, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს სკოლაში.
კლასელებსა და პედაგოგებს მონატრებული მოსწავლეები სიყვარულით შეეგებნენ და საკლასო ოთახებში ხალისიანად დაბრუნდნენ.
სასკოლო საზოგადოებას წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა სკოლის ხელმძღვანელმა თამაზ დიასამიძემ.
იხილეთ ფოტოები: