თბილისის N142 საჯარო სკოლის გუნდს ახალი პედაგოგოები შეუეთდნენ, სკოლაში ტრადიციად იქცა მასწავლებელთა საზეიმო მიღება და მათთვის საუკეთესო, სასიამოვნო და კომფორტული გარემოს შექმნა.
თბილისის N142 საჯარო სკოლამ, ტარდიციული გზავნილით - „აქ სიყვარულია“, უმასპინძლა პედაგოგებს და მათ წარმატებული პროფესიული მოღვაწეობა უსურვა.
„კეთილი იყოს თქვენი შემოერთება ჩვენს გუნდში.
გვიხარია, რომ ჩვენთან ხართ.
მასწავლებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე საჭირო, ყველაზე ლამაზი პროფესიაა! გისურვებთ არასოდეს დაიდარდოთ, ანათებდეთ ყოველთვის და ყველგან, აანთოთ თქვენი თითოეული მოსწავლის ცოდნისა და სიკეთის შუქი!
გვჯერა ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ.
თქვენც ამას გისურვებთ- წარმატებას, წინსვლას, განვითარებას“, - ამ სიტყვებით შეეგებნენ პედაგოგებს სკოლაში, სიმბოლურად სამახსოვრო ბუკლეტი და ბლოკნოტი/ კალამი გადასცეს და სკოლის ეზოში დაკრეფილი ყვავილების თაიგული მიართვეს.
სკოლა სიამაყით წარმოგვიდგენს გუნდის ახალ წევრებს:
1. ანეტა შეყილაძე- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
2. ნათია ქოქუაშვილი- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი( რუსული სექტორი );
3. ნინო ტაბატაძე - ინგლისური ენის მასწავლებელი (რუსული სექტორი);
4. დიმიტრი ღონღაძე - ისტორიის მასწავლებელი;
5. დიმიტრი მინდიაშვილი - ბიოლოგიის მასწავლებელი;
6. ეკატერინე მურჯიკნელი - დაწყებითი კლასების მასწავლებელი;
7. ჟანა გოგინავა - მუსიკის მასწავლებელი;
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია გულითად მადლობას უხდის ლამაზი კლიპისთვის გიორგი აზმაიფარაშვილს.
იხილეთ ვიდეო და სამახსოვრო ბუკლეტი ბმულზე: