სამტრედიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს ნარჩენებისაგან შექმნილი ნივთები წარუდგინეს
11-06-2018
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის 3 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის ნინელი შანიძის ხელმძღვანელობით პროექტი - „ნარჩენები ჩვენს გარშემო“ განახორციელეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. 

„ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ ნარჩენებისაგან შექმნილი ნივთები, რომლის გადაგდება საფრთხეს უქმნის გარემოს, ხოლო ხელმეორედ გამოყენების შემთხვევაში ოთახის და ეზოს ინტერირს ალამაზებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203