ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი განახლებული შემართებითა და ამაღლებული განწყობით დაიწყო.
პოზიტიური დასაწყისი დადებიტად აისახა მოსწავლეების მოტივაციაზე და ისინი აქტიურად, დიდი ინტერესითა და ენერგიით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.
ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა - ყვავილებით ხელდამშვენებულმა პატარებმა წიგნიერების დიდ სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგეს, მათ მეგზურობა პედაგოგებმა გაუწიეს, მოსწავლეები კლასელებს სიყვარულით შეეგებნენ და საკლასო ოთახებს დიდი ჟრიამულით დაუბრუნდნენ.
სკოლის ხელმძღვანელმა მარიტა შველიძემ სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა, განსაკუთრებით კი პირველკასელებს მიულოცა ცოდნის ტაძარში შებრძანება:
„დღეს განსაკუთრებული დღეა პირველკლასელებისთვის, ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. ახალი ნაბიჯები სკოლაში მათთვის ყოფილიყოს მნიშვნელოვანი ცოდნის მიღების, უნარების შეძენის და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების, რაც მათ ჩამოაყალიბებს პასუხისმგებლიან, აქტიურ მოქალაქეებად“, - აღნიშნა დირექტორმა
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: