ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ პედაგოგებს შორისაა კახა მოსიაშვილი, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი, რომელსაც ხელბურთის სასკოლო კურსში წარმატებული ჩართულობისთვის სერტიფიკატი გადაეცა.
სკოლაში მასწავლებელს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პედაგოგების მხარდაჭერას, მათ წახალისებას, რომ იზრუნონ პროფესიულ ზრდაზე, გაიღრმავონ ცოდნა და მუდმივად ვითარდებოდნენ.
იხილეთ ფოტო: