ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავს. ამას ადასტურებს ის სადღესასწაულო გარემო, რომელიც დირექციამ და პედაგოგებმა ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, მოსწავლეებს შეუქმნეს.
ბავშვებისთვის სკოლა და საკლასო ოთახები ლამაზად - დეკორაციებით, ბუშტებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დაუვიწყარი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ კუთვნილი კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
მოსწავლეებს, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა - ბეგლარ არჯევანიძემ ემოციური სიტყვებით მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: