დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. ტრადიციულად, ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა კომპიუტერები, ხოლო სტუმრებს და მშობლებს სასიამოვნო წუთები აჩუქეს მოსწავლეებმა საკუთრიშემოქმედებითი უნარებისა და საშემსრულებლო ოსტატობის წარმოჩენით.
სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აფრიალებული ქართული დროშისა და აჟღერებული საქართველოს ჰიმნის ფონზე დაიწყო.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას დაბა შუახევის საჯარო სკოლა, გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ, ბედნიერ მოღვაწეობას...
სიყვარული უფლისა, ერთმანეთისა, ქვეყნისა, სწავლისა, შრომისა გვაძლევს ძალას და შედეგს გამაბედნიერებელს...“, - ამ სიტყვებით კი, სკოლის დირექტორმა მზია გოგაძემ სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: