მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო აქტივობები გაიმართა.
მე-9ა,ბ კლასების მოსწავლეებმა წამყვან მასწავლებელ დარეჯან ჭილაძესა და უფროს მასწავლებელ სვეტა ხარებავასთან (იგი ახალი სასწავლო წლიდან შეუერთდა სკოლის კოლექტივს) ერთად, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „ცოფი“.
მეცხრეკლასელებმა თემიდან გამომდინარე, იმუშავეს სხვადასხვა საკითხზე: რა არის ცოფი; რომელი ცხოველები ავადდებიან ცოფით; როგორ ვრცელდება ცოფი; რა საფრთხეს წარმოადგენს ცოფი; როგორ მოვიქცეთ ცოფზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში; პრევენციი გზები და ა.შ.
თემის ირგვლივ მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატი და ბუკლეტები.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი, ახალ მასწავლებელს, სვეტა ხარებავას წარმატებას უსურვებს პედაგოგიურ სარბიელზე.
იხილეთ ფოტოები: