„გვჯერა, ერთად გადავალთ იმ ხიდსაც და სხვა გამყოფ ხაზებსაც“ - ვანის N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს ემოციური ღონისძიება მიეძღვნა
02-10-2024

ვანის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის სწავლებას, განსაკუთრებით არც ისე წარსული მოვლენების გახსენებას და ერის უახლესი მატეანეს გაცნობას. 

ცხადია, ამ მოტივით, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან თარიღებს შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები ეძღვნება და გამონაკლისი არც სოხუმის დაცემის დღე ყოფილა. 

„27 სექტემბერი ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია... დღე, რომელიც არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს! იმედია და გვჯერა, ჩვენ, ყველანი, მოვესწრებით იმ დროს, როდესაც ერთად გადავალთ იმ ხიდსაც და სხვა გამყოფ ხაზებსაც!“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ტრაგიკული დღის ქრონიკებს სასკოლო საზოგადოება. 

ღონისძიებაზე, პედაგოგთა მიზანი იყო, ახალგაზრდა თაობისათვის გაეცნოთ და გაეხსენებინათ ეს დღე, ხაზი გაესვათ მისი მნიშვნელობისთვის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203