„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ - სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა თბილისის N166 საჯარო სკოლაში 
02-10-2024

თბილისის N166 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის სწავლებასა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას. 

სწორედ ამ მიზნით, მიზნით 27 სექტემბერს მე-95 კლასში ჩატარდა სადამრიგებლო საათი, სახელწოდებით - „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“, რომელსაც პედაგოგი ლალი ტურიაშვილი ხელმძღვანელობდა

მოსწავლეებმა ისაუბრეს კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციის შესახებ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს. გაიხსენეს ომში დაღუპულთა ისტორიები, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. აღნიშნეს, თუ როგორ აისახა ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობები ქართველ მწერალთა შემოქმედებაში: გალაკტიონ ტაბიძე - „გამარჯობა, აფხაზეთო შენი“, შოთა ნიშნიანიძე -„აფხაზური კანტატა“. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შექმნეს ლიტერატურული ტექსტები აფხაზეთის თემატიკაზე - „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“, და ასე დაიწერა აფხაზეთზე 13 ამბავი, მოსწავლეთა თვალით დანახული არცთუ შორეული წარსულის შესახებ. 

მოსწავლეება ნამუშევრებში განიხილეს  რა იყო ომამდე და როგორია მომავალი თაობის ხედვა საქართველო -აფხაზეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გაიმართა დისკუსია დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა ისაუბრეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან გზებზე, აფხაზეთში მცხოვრებ თანამემემულეებთან დაახლოებასა და ურთიერთობის აღდგენაზე და უარყვეს ძალადობა, ომი, სისხლისღვრა. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203