თბილისის N208 საჯარო სკოლის პედაგოგმა ეკატერინა ბიტკაშმა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები წარმატებით გაიარა 
02-10-2024

თბილისის N208 საჯარო სკოლა დაკომპლექტებულია პროფესიონალი, განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგებით, რომელთა შორისაა ეკატერინა ბიტკაში. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის აგვისტოში, რუსეთის ქალაქ სანკ-პეტერბურგში, სანკ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართა ორკვირიანი სწავლება, რომელიც ითვალისწინებდა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს რუსულ ენაში.

კურსებზე მონაწილეობდა 24 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. საქართველოდან წარმომადგენელი გახლდათ თბილისის N208 საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინა ბიტკაში.

აღსანიშნავია, რომ ორკვირინაი სწავლება ითვალისწინებდა რუსული ენის გრამატიკას, მეთოდიკას, ფონრტიკა-მორფოლოგის და სხვა.

ატესტაციის შედეგად მიღებული იქნა დამადასტურებელი საბუთი სერტიფიკატი.

სასკოლო საზოგადოება წარმატებებს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს პედაგოგს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203