„მეგასკოლაში“ მასწავლებლები ნაციონალურ სამოსში გამოეწყვნენ
11-06-2018
ბათუმის „მეგასკოლაში“ ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს. 

ქართული სამოსით გამოწყობილ მოსწავლეებს პედაგოგებიც ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილები დახვდნენ. 

სკოლის ფოიეში ისმოდა ქართული მუსიკა, ორიგინალური და შთამბეჭდავი იყო გაკვეთილებიც. 

მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე და დავით მეფეს რეფორმებზე ისაუბრეს. 

დღის ბოლოს ნაციონალური ტანისამოსით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203