ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსს დაესწრნენ 
02-10-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებში და საკუთარ გამოცდილებას სასკოლო საზოგადოებას უზიარებენ. 

ამის ნათელი მაგალითია, მოსწავლეთა ჩართულობა საბადურში გამართულ ტრენინგ-კურსსზე

აღსანიშნავია, რომ შეხვედრები 21-25 სექტემბერს გაიმართა და მოსწავლეები: ნიკოლოზ გაბროშვილი, თორნიკე გაბროშვილი, ანანო აკოფაშვილი, ესწრებოდნენ. 

ტრენინგ-კურსი ჩატარდა შემდეგ თემებზე: სოციალური მუშაობა, ოკუპაციური თერაპია, ლიდერობა, თემის მობილიზება, რისკების მენეჯმენტი, საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა.

ტრენინგ კურსის მიზანი სათემო ელჩების გადამზადება იყო, რათა ინფორმაცია გაავრცელონ X-XII კლასებში ისეთ დეფიციტურ პროფესიებზე, როგორებიცაა სოციალური მუშაობა და ოკუპაციური თერაპია.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგ-კურსი ჩატარდა პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების მიწოდებაში“, ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) თანამშრომლობით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203