წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში ევროპული ენების დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით შეუერთდნენ მასშტაბურ კამპანიას და აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო აქტივობებში.
„ბევრი ენის ცოდნა ურთიერთგაგებას, მშვიდობასა და კავშირების დამყარებას უწყობს ხელს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია განვითარებისა და წინსვლისთვის“, - ასე გამოეხმაურა კოხტის საჯარო სკოლა აღნიშნულ დღეს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსსზე ისაუბრეს, მისი შექმნის ისტორიას გაეცნენ და ახალი ინფორმაცია კლასელებს გაუზიარეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: