დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ემოციური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება, სახელწოდებით - „ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მოწამეთა ხსოვნას“, საქართველოს არც ისე შორეული წარსულის მოვლენებს მიეძღვნა, დღეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში ტრაგიკულ თარიღად ჩაიწერა.
მოსწავლეები გაეცნენ ამ დღის ქრონიკებს, ისაუბრეს ომის სიმძიმეზე, გაიხსენეს ქვეყნისთვის თავგანწირული გმირები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ომს გამარჯვებული არ ჰყავს და რომ აფხაზეთი საქართველოა, ბოლოს კი, იმედი გამოთქვეს სახელმწიფო მთლიანობისა და დაკარგული ტერიტორიების შემოერთებისა.
იხილეთ ფოტოები: