გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით განახლდა. აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები წელსაც მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლა ევროპის სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა.
მოსწავლეებმა სპორტის მასწავლებელ იოსებ ჯალაბაძესთან ერთად, განახორციელეს სხვადასხვა საინტერესო სპორტული აქტივობები.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში კლასებს შორის ჩატარდა მეგობრული შეხვედრები: 23 სექტემბერს სასკოლო სპორტის კვირეული გაიხსნა მინი ფეხბურთით, 24 სექტემბერს გაგრძელდა - 3-3 კალათბურთით, ხოლო 25 სექტემბერს გაიმართა მეგობრული შეხვედრა მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში.
აღნიშნული კვირეულის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.