ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში ენების ევროპულ დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
02-10-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ. მათი ხელმძღვანელობით ბავშვები საინტერესო აქტივობებში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლა ენების ევროპული დღის აღნიშვნას შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა დიდი ხალისით მიიღეს მონაწილეობა.

მათ თემატური პლაკატები, ნახატები შექმნეს, სადაც ცოდნა და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია ენების ცოდნა ადამიანებისთვის.

ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ინიციატივით 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203