კლდეეთის საჯარო სკოლაში სამი საგნის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა - მოსწავლეებმა მეცნიერთა როლი მოირგეს
02-10-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან, ინტეგრირებულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, სამი საგნის (ბუნება, მათემატიკა, ისტ-ი) ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

​მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობები ღია ცის ქვეშ გამართეს. მათ მეცნიერების როლი მოირგეს და პედაგოგებთან - ნანა არევაძესთან, ანა ნიკაჭაძესა და მიშა ყვავაძესთან ერთად, კარგად გაართვეს თავი პრაქტიკულ სამუშაოს. კერძოდ, გაზომეს ფოთლის ფირფიტები, ფოთლის ყუნწები და მონაცემები წარადგინეს ცხრილის სახით.

„მეცნიერები ყველაფერს იკვლევენ, რაც გარემოში ხდება და კითხვებზე პასუხის გასაცემად კვლევის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ჩემმა პატარებმაც, არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დავალებას“, - გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობები მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

სკოლაში კარგად აქვთ გააზრებული ინტეგრირებული გაკვეთილების მნიშვნელობა.

„ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხმარება, ერთი საგნის წინარე ცოდნა გამოიყენოს მეორე საგნის ასათვისებელი მასალის საფუძვლად. იგი საინტერესოს და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და ამაღლებს მოტივაციას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203