შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა.
სკოლაში, 16 სექტემბერს, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მაუწყებელი ზარი მეასედ დაირეკა. სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად მოირთო, რამაც მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის იყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სწავლის დაწყება ყველაზე მეტად სწორედ მათ უხაროდათ. პირველკლასელებს კუთვნილი კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, ხოლო წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი შაქრო ხიმშიაშვილი და მასწავლებლები მიესალმენ მოსწავლეებს, მშობლებს და მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება, წარმატებები უსურვეს მათ.
„ვულოცავთ საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ულევ წარმატებას და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: