დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა „ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024-ში“ მიიღეს მონაწილეობა.
პიკნიკზე წარდგენილი იყო საინტერესო სამეცნიერო პროგრამა, რომელიც მოიცავდა საოცარ ექსპერიმენტებს, თავსატეხებსა და გამოცანებს.
„აქ მისულებს შეეძლოთ, ენახათ რობოტები და ცოცხალი გველებიც კი“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლე-მასწავლებლებმა დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას.
იხილეთ ფოტოები: